Jump to content

გადაარჩინე სანტა


GMERTMAN

Recommended Posts

375013763_1121747712537063_2035992291155886715_n.thumb.png.c12cfa142ff5cc697d4e91d2de53c097.png

საახალწლო ევენტი
Gracia Final x7 [PTS] - 1 Deceber

ადენისა და ელმორის ქალაქებში გამოსული სანტას დამხმარეები ითხოვენ თქვენს შველას რომ დაიხსნან სანტა-კლაუსი ბოროტი ინდაურის ბრჭყალებისაგან. როგორც გაირკვა სანტა დაატყვევა ერთმა გაბღენძილმა ინდაურმა სახელად ტომასმა, რომელსაც უნდა რომ ჩაუშალოს ყველას ახალი წლის დღესასწაული. არავინ არ იცის სად ყავს ინდაურს დატყვევებული სანტა.

თქვენი მიზანია იპოვოთ ინდაური და დაამარცხოთ იგი თანასწორ ბრძოლაში, მხოლოდ მაშინ გამოუშვებს ტომასი სანტას და ისიც გულუხვად დაასაჩუქრებს მოთამაშეებს.

 

სანტას ქუდი

იმისათვის რომ დაამარცხოთ ინდაური ტომასი თქვენ უნდა იქონიოთ სპეციალური სანტას ქუდი. ქუდს მიიღებთ ევენტ მენეჯერებისაგან რომლებიც დგანან ქალაქებში. ინდაური ჩნდება ოთხ საათში ერთხელ, მხოლოდ ნახევარი საათით, ჯუჯების ქალაქთან ახლოს, Frozen Valley-ში.

the_process_final.jpg.f42b94869387c7149e138edd7ec32f97.jpg

ინდაურს ერთდროულად შეიძლება მხოლოდ 30 მოთამაშე შეეჯიბროს

სანტას ქუდი იძლევა სამ აქტიურ უნარს: ქვას, მაკრატელს და ქაღალდს. როდესაც ტომასი ბაფის ეფექტის მაგვარ მოქმედებას დაიწყებს, სურათი 1, უნდა გამოიყენოთ ამ სამი უნარიდან ერთ-ერთი, არჩევით. რაუნდი არ ჩაითვლება თუ თქვენ უნარის გამოყენება დაიწყეთ ტომასის ბაფის ეფექტამდე ან მოგვიანებით. თქვენს მიერ არჩეული უნარი გამოისახება თქვენს თავზე როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2, ეს ნიშნავს რომ თქვენ რაუნდში მონაწილეობთ.

 

თამაში ქვა-მაკრატელი-ქაღალდი

თუ არ გითამაშიათ ეს თამაში - წესები საკმაოდ მარტივია: თქვენ და თქვენი მოწინააღმდეგა (ჩვენს შემთხვევაში ინდაური ტომასი) სათითაოდ ირჩევთ შემთხვევით ერთ-ერთ უნარს "ქვას", "მაკრატელს" ან "ქაღალდს", ვისი არჩევანიც ძლიერია - მოგებულიც ისაა: "მაკრატელი ჭრის ქაღალდს", "ქაღალდში იმალება ქვა", "ქვა აფუჭებს მაკრატელს".

რაუნდის მიმდინარეობისას ტომასი თავის მხრივ არჩევით გამოიყენებს სამი უნარიდან ერთ-ერთს, ამ დროს ინდაურის თავზეც გაჩნდება მისი არჩევანი როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 3. შეადარეთ იგი თქვენს არჩევანს - ეს გადაწყვიტავს რაუნდის შედეგს.

იმისათვის რომ სანტა გაათავისუფლოთ უნდა დაამარცხოთ ინდაური ოთხ რაუნში. ყოველი მოგებული რაუნდი გაძლევთ ორ წუთიან ფორას. თუ ამ ორ წუთში ვერ მოიგეთ ვერცერთი რაუნდი წინა მოგებები გაუქმდება. სხვანაირად რომ ვთქვათ იმისათვის რომ მოგებები დაჯამდეს ყოველი მოგებული რაუნდიდან 2 წუთის განმავლობაში შანსი გაქვთ მოიგოთ კიდევ ერთი.

ყოველი მესამე გამარჯვების მერე ტომასი გადებთ ბუფს, რომელიც მცირედით გმატებთ: Max HP, MP, CP, Speed, P.Atk., M.Atk. და MP რომელიც გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში.

როგორც კი მეოთხე რაუნდში გაიმარჯვებთ ინდაური ტომასი გაქრება ხოლო მის მაგივრად გაჩნდება საშობაო მარხილი ირმებით, რომელიც ადენის და ელმორის მცხოვრებთ აცნობებს სანტას გათავისუფლებას.

 

საჩუქრები

გათავისუფლების შემთხვევაში სანტა აარჩევს ალბათობით მოთამაშეებს და დაურიგებს საჩუქრებს. იმისათვის რომ სანტამ მოგინახულოთ უნდა აქტიურად იყოთ ჩაბმული მონსტრებთან ბრძოლაში, სანტა არ მოფრინდება ზარმაცებთან.

თუ მოხდა სასწაული და სანტა გამოგეცხადათ არაა აუცილებელი მას დაელაპარაკოთ ან რაიმე მოქმედება განახორციელოთ მის მიმართ, ის თავისით ჩაგიდებთ ინვენტარში საჩუქარს რომელიც წითელ წინდას წააგავს. წინდაზე ორჯერ დაწკაპუნებით მიიღებთ სხვადასხვა სახალისო პრიზებს.

თუ თქვენ ამ წელს კარგად მოიქეცით, ბეჯითად სწავლობდით და მშობლებს უჯერებდით 31 დეკემბერს სანტა დაგირიგებთ განსაკუთრებულ პრიზებს!

სასიამოვნო გართობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

Link to comment
Share on other sites

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...